ამ მთავრობის, ამ ეკონომიკის და ამ ბიზნესის მიზანია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და ჩვენ ამას შევძლებთ, - ამის შესახებ ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც თავის მხრივ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვა და შედარება გააკეთა. თუმცა კანდიდატი ქვეყნების პარამეტრების შედარებების გაკეთებამდე, გიორგი აბაშიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე ზეწოლაზე ისაუბრა.
„მინდა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი თანამდებობა მინდა წარმატებები ვუსურვო. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ Business Insider Georgia-ს გუნდი ველოდებით ინაუგურაციის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას, რადგანაც ვინაიდან სიმბოლური მთელი რიგი ფუნქციებისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. საკითხი შეეხება იმ მარეგულირებლებს, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის სებ-თან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ბატონ მიხეილს კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი და დაკავშირებულია ბიზნესთან, დაიწყო ყველაფერი მედიაზე ზეწოლით, მედიის ბულინგით, გამოირჩეოდნენ „იმედის“ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებული ბულინგით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ თითოეული მათგანის გვერდით ვარ. ჟურნალისტი არ ვარ, გარკვეულ სიებში კი მოვხვდი, მაგრამ მაინც. ბუნებრივია კიდევ ერთხელ, ჩემი სოლიდარობა „იმედის“ ჟურნალისტებს ამ კუთხით, მაგრამ კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ბიზნესზე ზეწოლას. ძალიან აქტიურად იყო საუბარი ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით, მაგრამ სულ ის მიკვირს ხოლმე, რომ როგორ არ ესმით ბიზნესი ენა. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული მოთხოვნა ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებული საკითხი. ასევე აბსურდულად დარჩა. ავტორებიც მიხვდნენ ამ აბსურდის არსს, მაგრამ ახლა დაიწყო მეორე ნაწილი: ბიზნესი ვერ გაიფიცა, მაგრამ ბიზნესი ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. დავინტერესდი ვინ იყო ეს ბიზნესი და როგორც ხატოვანი ფრაზა დამკვიდრდა რომ ძაღლი არ უნდა იყოს „საბაკა“ , ჩემი სამივე ძაღლი „ჯესი“, „ბიბი“ და „ბუდღუზა“ ასევე თვლიან, რომ ქართული სახელი მათ გაცილებით შეესაბამებათ და ჩრდილოეთი არ უყვართ, ძაღლი, რომ არ უნდა იყოს „საბაკა“, ასევე არაფრით არ გამოდის ტიტრში დაწერილი ბიზნესმენი ბიზნესმენი, თუ მას ბიზნესი არ აქვს. ასეთი ბევრი ვნახეთ ერთ-ერთ შეკრებაზე, მთლიანად პარტიული შეკრება იყო, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. ისევე, როგორც არ გამოდის ბიზნეს ასოციაცია, ან ბიზნეს გაერთიანება, როდესაც მასში მხოლოდ ერთი ადამიანია გაწევრიანებული. ისევე, როგორც არ გამოდის შევარდნაძის და სააკაშვილის ყოფილი ეკონომიკური პროფილის წარუმატებელი ჩინოვნიკებისგან, რომლებმაც შემდეგ საკუთარი ადგილი ვეღარ იპოვეს ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ანალიტიკოსი. ისევე, როგორც ჩემგან არ გამოვიდა ჟურნალისტი, მიუხედავად მცდელობებისა. ასევე ჟურნალისტებისგან, რომლებიც ეკონომიკას არ კითხულობენ, არ გამოდის დამოუკიდებელი ანალიტიკოსები. შესაბამისად, შეეშვით ძვირფასებო ამ საქმეს. კიდევ ერთხელ არც ერთმა სერიოზულმა ბიზნესმენმა, არც ერთმა ნაკლებად ცნობილმა ბიზნესმენმაც კი არანაირად არ ჩათვლა საჭირო, რომ რაიმე ფორმით აფილირება მოახდინოს თქვენთან. ყველამ შესაბამისი პასუხი გასცა ამ ყველაფერს. კომპანიები, რომლებიც არ იძებნება არსად, უბრალოდ იმიტომ, რომ რაოდენობაში იყოს..
ახლა თუ რატომ შურთ „იმედის“. ვნახოთ სატელევიზიო რეიტინგები, სადაც ვხედავთ „იმედის მაჩვენებელს 2,99. ვინ თავს „იმედის“ თეორიულ კონკურენტებად თვლით. „იმედი“ 2-ჯერ და მეტად უგებს ერთად აღებულ ე,წ, პარტიულ, ოპოზიციურ ტელევიზიებს, „ტვ პირველი“ თავის ფილიალებიანად, ისევე როგორც „მთავარი არხი“ და „ფორმულა“. ასევე ბოლო მაჩვენებელი მინდა აღვნიშნო, რომელთაც ბიზნესზე გარკვეული პრეტენზია აქვთ ხოლმე, აქვთ რეიტინგი 0,01-0,02 - BMG, ალტ-ინფო, METEO 24. ანუ აქედან კარგად ჩანს თუ რატომ შურთ იმედის. აქედან კარგად ჩანს თუ რატომ ხდება ზეწოლა „იმედის“ ჟურნალისტებზე. აქედან კარგად ჩანს, თუ რატომ ვერ იზარებენ იმ ნაწილს, რომ „იმედს“ ყველაზე მეტი მაყურებელი უყურებს, „იმედს“ ყველაზე მეტი მაყურებელი ენდობა. და თუ თვით, რომ ეს რეიტინგები არასწორია, მით უმეტეს გაანებეთ თავი ჟურნალისტებს. და თუ თვლით, რომ „იმედი“ არ არის პირველ ადგილზე და თუ თვლით, რომ „იმედი“ ყველა თქვენს ტელევიზიას ერთად აღებულს ორჯერ და მეტად არ აღემატება, მაშინ რატომ თვით, რომ მნიშვნელოვანია?
მართალია ეს რეიტინგები და ეს არის თქვენი აღელვების საფუძველი.
ახლა შევხედოთ ვითარებას თუ გაქვს რეალურად ეკონომიკაში. საინტერესო დღე გაქვს დღეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, იმსჯელებენ საქართველოს შესახებ, იმსჯელებენ უკრაინის შესახებ. ზოგადად, როდესაც კანდიდატ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, მოდით შევხედოთ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს. რადგანაც ხშირად არ ენდობიან ხოლმე ქართულ მაჩვენებლებს, მოდით შევხედოთ საერთაშორისო მაჩვენებლებს. ამ მაჩვენებლების მიხედვით, მოდის შევხედოთ თუ საერთაშორისო ინსტიტუტები რას საუბრობენ საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სად არის დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. სამივე ქვეყანას გაქვს კანდიდატის სტატუსი. ორ შემთხვევაში გახსნილია მოლაპარაკებების პროცესი, საქართველოს შემთხვევაში არა. მოდით ვნახოთ, სად არის დღეს საქართველოს და სად არიან ის ქვეყნები, ვისთანაც მოლაპარაკებები გახსნილია. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ დღეს უკრაინა ომშია და მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვინ დაუჭირა მაშინ საქართველოს მხარი, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო იყო ომში რუსეთთან და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 44.9%-იანი ვარდნა. აი აქედან დავიწყეთ და მე არ მახსოვს დიდი მხარდამჭერები ამ პერიოდის განმავლობაში და არც ამ ფაქტის გათვალისწინება არავის არ უნდა დღეს. ამ ფატის გამო დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ის რაც უკრაინამ გადაიტანა გადატანილი გვაქვს, ან პროცესში ვართ და თუ პოლიტიკურად რაიმე უნდა გაითვალისწინო საქართველო უნდა გაითვალისწინო. საქართველომ დაიწყო ეს პროცესი, საქართველომ იომა პირველმა რუსეთთან სსრკ-ს დაშლის. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ვუყურებთ, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ვითარებას: 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10%-იანი ეკონომიკური მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. ვნახოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით თუ სად არიან საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. აქაც ყველაზე დიდი ვარდნა სწორედ საქართველოს ჰქონდა, რუსეთთან ომის გამო და ამის შემდგომ კი ჩვენ ვხედავთ საქართველოს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (10%).
ვნახოთ მშპ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო - 36,2 ათასი, მოლდოვა - 25,57 ათასი, უკრაინა - 24,06 ათასი.
ასევე, სსფ-ს მონაცემებით ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ის პარადოქსი, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, დღეს ყველაზე დაბალი ინფლაციური მაჩვენებელი (1,1%) აქვს. კეთილდღეობის ინდექსის მაჩვენებლებით საქართველო 53-ე ადგილზეა, ხოლო მოლდოვა - 70, უკრაინა 74.
თუ დავაკვირდებით ამ ქვეყნებში კრიმინალის დონეს, რომელიც შეფასებულია NUMBEO-ს მერ: საქართველო - 20, მოლდოვა - 68, უკრაინა - 79. ვხედავთ, თუ რამდენად მაღალია კრიმინალი მოლდოვასა და უკრაინაში.
როდესაც ვსაუბრობთ თუ რატომ ირჩევს საქართველოს ბიზნესი, რელოკაციიდან გამომდინარე, დიახ ეს ერთ-ერთი ფაქტორია.
გლობალური ინოვაციების ინდექსში, საქართველო 133 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა, მოლდოვა - 68-ე ადგილზე, ხოლო უკრაინა მე-60 ადგილზე. კიდევ ერთხელ მოლდოვის და უკრაინის მაჩვენებლები საქართველოს ჩამორჩება.
ეკონომიკური თავისუფლების შეფასებით, ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ The Heritage Foundation-ის მონაცემები, სადაც საქართველო პოზიცია არის 68,4, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის - 69,5. ასევე მოლდოვას მაჩვენებელი არის - 57,1, ხოლო უკრაინის - 54,1.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ იმსახურებს შემდგომ პროგრესს ევროკავშირისგან, მგონია, რომ სწორედ ამ მაჩვენებელს უნდა შევხედოთ.
საინვესტიციო თავისუფლების კუთხით, საქართველოს პოზიციები გაცილებით წინაა. და თუ რატომ საქართველოს ამ კითხვაზე პასუხი უკვე ძალიან მარტივია. ვაჭრობის თავისუფლების ნაწილშიც საქართველოს პროგრესი აქვს დაფიქსირებული. ფინანსური თავისუფლების ნაწილს თუ დავაკვირდებით საქართველოს უპირატესობა აშკარაა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს მსოფლიოში: საქართველო - 71,23, მოლდოვა - 46,70, უკრაინა - 25,94.
დღეს, როდესაც საუბარია ევროკავშირის მხრიდან დახმარების საკითხებზე, შევარდნაძის მთავრობის დროს გამოკვეთილად მეტი დახმარებები მიიღო საქართველომ და ვიცით, კორუფციის პირობებში თუ სად მიდის ხოლმე დახმარებები. დღეს, საქართველოში კორუფცია ძალიან დაბალ დონეზეა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების ეფექტიანობაზე, დიახ ეს ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად მართოს დაფინანსებები. მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში ნათელია საქართველოს მთავრობის ადგილიც მსოფლიო დონეზე: საქართველო - 77,83, მოლდოვა - 44,34, უკრაინა - 37,74.
ეს არის მთავრობა, რომელთანაც თანამშრომლობა იმ კუთხით ღირს, რომ იქნება ეფექტური, იქნება ნაკლები კორუფცია, თავისუფალი ბიზნეს გარემო და ღია ყველა შესაძლებლობებისთვის, ღია ევროკავშირისთვის და დიახ, ამ მთავრობის, ამ ეკონომიკის, ამ ბიზნესის მიზანია საქართველოს უპირობოდ გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ ამას შევძლებთ ამ მონაცემებიდან გამომდინარე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს8 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები16 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები18 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს