დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობა განაგრძოს იყოს მთავარი პარტნიორი შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და ტარიფის სუბსიდირების კუთხით - მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობა განაგრძოს იყოს მთავარი პარტნიორი შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და ტარიფის სუბსიდირების კუთხით - მარიამ ქვრივიშვილი

04-04-2024 15:29:00

საქართველოს მთავრობა განაგრძოს იყოს მთავარი პარტნიორი ქვეყანაში შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და შემდგომში ფრენის ტარიფის სუბსიდირების კუთხით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს რეგიონებითვის, განსაკუთრებით სვანეთისთვის, რაჭისთვის, ისევე როგორც კახეთისთვის და ყველა იმ მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ტურიზმის სექტორში არიან ჩართულები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდა აეროპორტებს კვლავ ჰქონდეთ წვდომა და კავშირი საერთაშორისო აეროპორტებთან, იმისთვის რომ  შევძლოთ და ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში ვამოგზაუროთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობს. განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით შეძლონ მოგზაურობა ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ან თუნდაც დედაქალაქში და სწორედ აი ამ იდეოლოგიის კვალდაკვალ ახალი ტენდერი მოემსახურება შიდა ფრენების გრძელვადიან ოპერირებას, იმისთვის რომ პირველ რიგში უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კომფორტულად და ხელმისაწვდომ ფასად მოგზაურობა ქვეყნის შიგნით, მეორე მხრივ კი ხელი შეუწყოთ რეგიონებში ტურისტული ნაკადების ზრდას.

ბოლო წლებში ვნახეთ, რომ აღნიშნულმა პროექტმა დადებითი შედეგი მოიტანა ოთხივე სეზონზე სხვადასხვა კურორტებზე ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

შეგახსენებთ რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები