დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან კლებას აჩვენებს

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან კლებას აჩვენებს

21-08-2024 19:00:00

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 15%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 1,607,996.85 ათასი დოლარის ღირებულების 104,845.00 ერთეული ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი  123,410.00 ერთეულის, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს აჭარბებს. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულებამ 1,876,418.96 ათასი დოლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია ბოლო წლებში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების სტატისტიკა მზარდია. თუმცა იმპორტის კუთხით რეკორდული წელი 2023 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 3,323,596.01 ათასი დოლარის ღირებულების 219,638.00 ავტომობილი იყიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია. 

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 74,789.00 ცალი  - 887,104.82 ათასი დოლარი,
  • იაპონია - 16,484.00 ცალი - 256,986.37 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 4,459.00 ცალი - 257,667.71 ათასი დოლარი,
  • კორეა - 2,042.00 ცალი - 27,254.16 ათასი დოლარი,
  • ჩინეთი - 1,634.00 ცალი - 25,472.57 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები