World of Statistics-მა მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზე ამერიკული სოციალური ქსელი Facebook-ია. აღნიშნულ სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 3,03 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
შემდეგ ანუ მეორე ადგილს კი YouTube ვიდეო ჰოსტინგი იკავებს. YouTube-ს ყოველთვიურად 2,56 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
WhatsApp-ი ამ რეიტინგში მესამე ადგილზეა. დღეს WhatsApp-ს 2 მილიარდი ადამიანი იყენებს.
მეოთხე ადგილზე კი ფოტო-სოციალური ქსელი Instagram-ი. ამჟამად Instagram-ს 2 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს.
ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების TOP-5-ში, ბოლო მეხუთე ადგილზე ჩინური სოციალური ქსელი WeChat-ია. ამ სოციალურ ქსელს 1,31 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
შემდეგ რეიტინგში მოდის TikTok-ი. დღეისათვის ამ ჩინურ სოციალურ ქსელში ვიდეოებს 1,09 მილიარდი ადამიანი უყურებს.
უახლესი