დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა

11-12-2024 10:00:00

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა 7-თვიანი პაუზის შემდეგ, თავის რეზრვებში ოქროს ზოდები ისევ დაამატა. 

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ოქროს ფასზე გავლენა ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში, სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და დესტაბილიზაციას.  

ოქროს ზოდების ფასი 0,7%-ით გაიზარდა და უნციაზე $2650 შეადგინა. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გასულ თვეში 160 ათასი სუფთა ოქროს ზოდი იყიდა. 

ამასთან, ტრეიდერები აკვირდებოდნენ ვითრებას სირიაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და ანტისახელმწიფოებრივმა ფორმირებებმა დაიკავეს სირიის დედაქალაქი, - წერს Bloomberg-ი. 

ამასთან, სპოთ ოქრო გაძვირდა 0.5%-ით და უნციაზე 2644.91 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა 0,3%-ით და 2666,80 აშშ დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ CNBC იუწყება.

მოვაჭრეები ელიან აშშ-ში ინფლაციის ნოემბრის თვის მონაცემების გასაჯარობას. ინფლაციის შედეგების მიხედვით, ფედერალურმა რეზერვმა შესაძლოა, გადაწყვიტოს საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც ტრადიციულად მოქმედებს ოქროს ფასზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები