დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბაზარზე ბრინჯი ძვირდება - Bloomberg

მსოფლიო ბაზარზე ბრინჯი ძვირდება - Bloomberg

28-12-2023 11:29:00

ბრინჯის ფასები მდგრადი მოთხოვნილებისა და მიწოდების დეფიციტის შიშით კვლავ იზრდება, - ამის შესახებ , Bloomberg წერს. 

ტაილანდის ბრინჯის ექსპორტიორთა ასოციაციის თანახმად, თეთრი ბრინჯის ჯიშის ღირებულება 5%-ით გაიზარდა დატონაზე 659 დოლარს მიაღწია. ეს არის მაქსიმალური დონე 2008 წლის ოქტომბრიდან. წლის დასაწყისიდან ფასები დაახლოებით 38%-ით გაიზარდა.

ფასების ზრდა განპირობებულია ბრინჯის უმსხვილესი მიმწოდებლის ინდოეთის მიერ მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შეზღუდვით.

გარდა ამისა, გვალვა საფრთხეს უქმნის მოსავალს ზოგიერთ ქვეყანაში. ბრინჯის მაღალმა ფასებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია და გაზარდოს მყიდველების იმპორტი. რიგი ქვეყნები ზრდის შესყიდვებს მარაგების შესაქმნელად.

აგვისტოს ბოლოს, ინდოეთმა გაამკაცრა ბრინჯის ექსპორტზე შეზღუდვები. ბრინჯის უმსხვილესმა ექსპორტმა არაერთხელ შემოიღო  ექსპორტის 20%-იანი საფასური და ბრინჯის მარაგის 80% შეზღუდა.

ინდოეთის მთავრობის თქმით, ექსპორტის აკრძალვა დაინერგა ქვეყნის სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები