30 სექტემბრის მონაცემებით, მსხვილ სადისტიბუციო ქსელებში 1 ლიტრ სხვასასხვა ტიპის საწვავსა და დიზელზე შემდეგი ფასები ფიქსირდება:
სოკარი
ვისოლი
ლუკოილი
რომპეტროლი
გალფი
პორტალი
30 სექტემბრის მდგომარეობით, მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში 1 ლიტრი პრემიუმის საწვავის ფასი 2.89 ლარიდან 3,32 ლარამდეა და ყველაზე იაფი „პორტალის“ ქსელშია.
ევროდიზელი ყველაზე იაფი „რომპეტროლის“ ქსელში 3.21 ლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი პორტალის ქსელშია და 3.32 ლარი.
ბოლო კვირების ტენდენცია აჩვენებს, რომ საწვავისა და დიზელის ფასები სადისტრიბუციო ქსელებში 5-10 თეთრის ფარგლებში შემცირდა.
10 სექტემბერს სოკარის ქსელში ნანო სუპერი – 3.72 ლარი ღირდა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით ამ საწვავის ფასი (ნანო სუპერი ) 3.68 ლარია.
ანალოგური ტენდენციაა სხვა მსხვილ ქსელებშიც. მაგალითად, ვისოლში 10 სექტებერს ევრო რეგულარი – 3.17 ლარი ღირდა, ხოლ0 30 სექტებრის მონაცემებით ფასი 3,12 ლარია.
ყველაზე მეტად ფასები შემცორდა ლუკოილში. 10 სექტემბერს ევრო რეგულარი – 3.02 ლარი ღირდა, ხოლო დღევანდელი მონაცემებთ ამ ტიპის საწვავის ფასი 2,95 ლარია.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის 7 თვეში საქართველოში უცხოეთიდან $770 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტმა საწვავის აქციზიდან 372 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.
უახლესი