ღღეიდან, ჩვენი კომპანია საქართველოდან განახორციელებს არა მხოლოდ საკვები პროდუქტების არამედ მომსახურების ექსპორტსაც, - ამის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც კომპანია „აგრითაჩი“ ავრცელებს.
„კერძოდ კი უზბეკეთში ჩვენი და კომპანია Agro Prodex Group LLC -ის თანამშრომლობის შედაგად გაკეთდება პირველი სადემონსტრაციო მოცვის ბაღი. „აგრითაჩი“ აღნიშნულ კომპანიას გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას როგორც ბაღის გაშენების ასევე მისი მოვლის პერიოდშიც.
აღსანიშნავი, რომ ქართული კომპანიის მომსახურების ექსპორტი სოფლის მეორნეობის სექტორში არც თუ ისე ხშირია. ჩვენი მაგალითით სხვა ქართულ კომპანიებს გვინდა მივცეთ სტიმული, რომ განავითარონ საკუთარი საქმიანობა და მომსახურება გაუწიონ არა მარტო ქართულ არამედ უცხოურ კომპანიებსაც“, - აცხადებენ კომპანიაში.
„აგრითაჩი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და გურიაში 50 ჰექტარ მოცვის პლანტაციას აერთიანებს. კომპანიამ 2021 წელს პირველი მოსავალი - 50 ტონა მოცვი აიღო და ექსპორტზე გაიტანა. "აგრითაჩი" სრულ მოსავლიანობაში სამ წელში შევა და 300 ტონამდე მოცვის მოსავალს აიღებს.
წელს სოფელ ჯუმათში სამაცივრე მეურნეობა „აგრითაჩი“ ამოქმედდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾1 მლნ-ია. საწარმოში სეზონზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება და მათი უმრავლესობა ქალი იქნება.
უახლესი