ტურისტული კომპლექსი Ajara Glamping-ი გაფართოებას განაგრძობს. ამ დროისათვის არსებულ 2 კოტეჯს კიდევ 2 დაემატა და მალე კიდევ ერთი დაემატება და მთლიანობაში Ajara Glamping-ის განთავსების 5 ობიექტს გააერთიანებს.
როგორც Business Insider Georgia-თან Ajara Glamping-ის დამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, თითო განთავსების ობიექტი 4 ადგილზეა გათვლილი.
ფასები 110-ლარიდან 450 ლარამდეა (2 ადამიანზე). Ajara Glamping-ი დამატებით სტუმრებს კვებას, სხვადასხვა სახის მინი ტურებსა და ადგილობრივ მუსიკალურ წარმოდგენებს სთავაზობს.
2022 წელს Ajara Glamping-ის სტუმრების 60%-ი უცხოელები იყვნენ და მათ შორის გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობდნენ.
Ajara Glamping-ის მფლობელი ამბობს, რომ მათ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არატურისტულ სეზონშიც კი სრული დატვირთვით მუშაობდნენ.
„მიმდინარე სეზონზე სტუმრების 50%-ი უცხოელები, ხოლო 50%-ი საქართველოს მოქალაქეები არიან“, - განმარტავს თავართქილაძე.
ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, როგორც Ajara Glamping-ში აცხადებენ ჯავშნები აქტიურია, რომელშიც ძირითადად რუსეთიდან შესული ჯავშნები ლიდერობს.
„ზაფხულის სეზონზე ფასების ზრდას არ ვაპირებთ. ვცდილობთ, არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ“, - აცხადებენ Ajara Glamping-ში.
Ajara Glamping-ის კოტეჯები მდებარეობს ქედაში, სოფელ კოკოტაურში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს.
უახლესი