მოლოდინმა გაამართლა, სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას ველოდი, რაც დღეს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მიიღო, - ასე შეაფასა ქვეყნის მთავარი ბანკის გადაწყვეტილება ანალიტიკოსმა სოსო ბერიკაშვილმა. როგორც მან Business Insider Georgia - თან აღნიშნა, სებ-ის ნაბიჯი იმ პროცესების ადეკვატურია, რაც ხდება ეკონომიკაში.
,,მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლება მოხდა და ასეც ველოდი. მართალია, დიდი შემცირება არ არის, მაგრამ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. 0,25%-ზე მეტად რომ შეემცირებინა, სებ-ის მხრიდან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ლოგიკა ნამდვილად არის ამ გადაწყვეტილებაში. ინფლაცია შესუსტებულია და მასთან დაკავშირებული მოლოდინებიც არ არის ისეთი, როგორიც წინა პერიოდში იყო. აქედან გამომდინარე, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ეს მკვეთრი ნაბიჯებით ვერ მოხერხდება. ამიტომ ვთვლი, რომ სებ-ი თავის გადაწყვეტილებაში სწორია. მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯი გადაიდგა“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლების ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებელს მიაღწევს, პროგნოზისგან თავს იკავებს.
,,რთულია ზუსტი რიცხვის წინასწარმეტყველება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის წინასწარ განსაზღვრა სხვადასხვა ეკონომიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შენარჩუნდეს ან პირიქით, შეიცვალოს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონკრეტულ პერიოდში იმ რეალობის გათვალისწინებით მიიღება, რის შესაძლებლობასაც სებ-ი დაინახავს. დღევანდელი მონაცემიდან გამომდინარე, შემცირება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ეკონომიკაში ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაც ხშირად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დრო გვაჩვენებს“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტითშემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა