დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო - ოთარ ნადარაია

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო - ოთარ ნადარაია

29-01-2025 13:45:00

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

ოთარ ნადარაია ფიქრობს, თუ ეს გაურკვევლობა გაიზარდა, მაშინ საქართველოს რეალობაში ეს განაკვეთის გაზრდის არგუმენტი გახდება, თუმცა თუ პირიქით მოხდა მაშინ შემცირების არგუმენტი.

„როგორც თავად სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული გასათვალისწინებელია ის რისკები და გაურკვევლობა, რომელიც როგორც საგარეო ბაზრებზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებობს. შეფასების კუთხითაც, თუ ეს გაურკვევლობა გაიზარდა, მაშინ საქართველოს რეალობაში ეს განაკვეთის გაზრდის არგუმენტია, ისევე როგორც საპირისპირო მიმართულებით. რაც შეეხება ინფლაციას, მართალია დაბალია, მაგრამ პროგნოზით, ის გაიზრდება. არა იმ მასშტაბით, როგორც სამწუხაროდ 2022 წელს გვქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება და გადააჭარბებს კიდევაც. ასევე გასათვალისწინებელია საერთაშორისო მასშტაბით, სად არის იგივე ფედერალური რეზერვის, ანუ აშშ-ს ცენტრალური ბანკის განაკვეთი.

საქართველოსთვის მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალური განაკვეთი სებ-ის შეფასებით 7%-ია და ეტაპობრივად ნეიტრალურ განაკვეთთან დაახლოებაზეა საუბარი, თუმცა ამ მოყვანილ არგუმენტებთან ერთად, ჩემი აზრით ისიც მნიშვნელოვანია, რომ თუ აშშ-ში არ იქნა ნეიტრალური განაკვეთი, ანუ უფრო დაბალი განაკვეთი ვიდრე დღეს არის, ჩვენთანაც ნეიტრალურ განაკვეთზე დასვლა უფრო რთული იქნება“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები