შეიძლება ითქვას, რომ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, - ასე აფასებს სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელ დონეზე შენარჩუნებას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ბაზრის სტაბილიზაციას ემსახურება.
„დღეს, 2024 წლის 19 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ველოდით ამ გადაწყვეტილებას. რეფინანსირების განაკვეთის გარდა, სებ-ს სხვა ინსტრუმენტებიც აქვს ფულის მასაზე და ფულის სიჩქარეზე, ასევე, ლარის კურსზე ზემოქმედებისათვის. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილებაც, სხვა, უკვე განხორციელებული ინტერვენციების მსგავსად, ბაზრის სტაბილიზაციას ემსახურება. აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავინდებურად მკაცრი რჩება. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 31 ივლისს, დაველოდოთ. აცხადებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან ალექსანდრე ძნელაძემ.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება