მომხმარებლებს დავამშვიდებ, რომ ტარიფების რაიმე ფორმით გადახედვა დაგეგმილი არ არის, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, სემეკის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები და ასევე კომუნალური კომპანიების ინტერესებიც იყო მაქსიმალურად იყოს დაცული.
„ტარიფებით დავიწყებ და დავამშვიდებ მომხმარებლებს, რომ ტარიფების რაიმე ფორმით გადახედვა დაგეგმილი არ არის. ჩვენ 2023 წლის ბოლოს 3 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, როგორც მოსახლეობისთვის ასევე კომერციული სექტორისთვის. ეს შემცირებული ტარიფი იქნება შემდეგ წელსაც. ასევე ჩვენ დავადგინეთ 5 წლიანი ტარიფი და აქაც ტარიფს ზრდა მოსალოდნელი არ არის. ასევე გასული წლის ბოლოს დავადგინეთ წყალმომარაგების ტარიფები და წყალმომარაგების სექტორშიც ტარიფები რჩება უცვლელი.
რაც შეეხება სემეკის საქმიანობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის ნაწილში რეფორმების გატარების თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური იყო 2024 წელი. ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ ელექტროენერგეტიკის და გაზის სექტორში იმ ახალი მარეგულირებელი ნორმების შემუშავება, რომელიც სწორედ ევროპასთან ენერგეტიკული ჰარმონიზაციის ნაწილიდან გამომდინარეობს, მესამე ენერგეტიკული პაკეტიდან და ახალი პაკეტიდან გამომდინარეობს. და დავიწყეთ იმპლემენტაცია მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებისა. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ მიზნისკენ, რასაც ევროპასთან ენერგეტიკული ინტეგრაცია ჰქვია.
მომხმარებლებს მხოლოდ მიმდინარე წელს ზედმეტად დარიცხული ან არასწორად დარიცხული გადასახადების სახით 1,5 მლნ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 50-ზე მეტი საჯარო სხდომა გაიმართა, კომისიის საჯარო სხდომას ვგულისხმობ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და შესაბამისად კომისიამ, როგორც მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით, ასევე რეფორმების თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და ეს გადაწყვეტილებებიც ამ ყველაფერს ემსახურება.
იმისათვის, რომ კომუნალურ კომპანიებს არ ჰქონდეთ ეჭვი, რომ ჩვენ მხოლოდ მომხმარებლებზე ორიენტირებულები ვართ, მათ ნაწილში ყველა წესი ძალიან მკაფიოდაა გაწერილი: ინვესტიციების შეთანხმების წესი, ტარიფის გაანგარიშების წესი, აუდიტის ჩატარების წესი და ასე შემდეგ. ერთი ახალი წესი, რომელიც 2-3 კვირის წინ მივიღეთ, ეს არის სანქცირების წესი. სანქცირების ნაწილში ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავწერეთ, როცა კომპანიებს ამა თუ იმ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვასანქცირებთ, რა ტიპის დარღვევაზე რა მოცულობის სანქცია შეიძლება გამოიყენოს კომისიამ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
უახლესი
3 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს8 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები16 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები17 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს