დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქართული ლარი გამყარდება - PMC-ის კვლევა

მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქართული ლარი გამყარდება - PMC-ის კვლევა

06-10-2023 13:45:22

მომდევნო 6 თვის ბოლომდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გამყარდება აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში, - ეს შეფასება ქართველმა ეკონიმისტებმა PMC-ის კვლევაში გააკეთეს, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა. 

ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკური კლიმატი სექტემბერში შეაფასეს. 

„გამოკითხვის თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის მეორე კვარტლის შეფასებასთან, ასევე, 2022 წლის მესამე კვარტლის შეფასებასთან შედარებით.

გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. მოლოდინი ოდნავ გაუარესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებითაც კი, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2023 წლის მეორე კვარტალში და საგრძნობლად გაუარესდა 2022 წლის მესამე კვარტლის დადებით პროგნოზთან შედარებით.

გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით:

რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2023 წელს საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალში (2023 წლის მეორე კვარტალი) გაკეთებული შეფასებების მიხედვით, გამოკითხული ეკონომისტები 2023 წლისთვის მშპ-ს 6.1%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის კლება. 2023 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.2%-ია. 

მომდევნო 6 თვის ბოლომდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გამყარდება აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის ზრდა; და მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის ზრდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები