კეთდება განსაკუთრებული ყურადღება ზოგად განათლებაზე, რადგან აქ ფართომასშტაბიანი და პრაქტიკულად ისეთი ფართომასშტაბიანი რეფორმები წამოვიწყეთ, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა სისტემაში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბარში განაცხადა.
„ეს იქნება მთავარი დოკუმენტის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გადახედვით და მიღებით. მასწავლებლების ხელფასების უპრეცედენტო ზრდით. საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი, ასევე მომხდა მათი კვალიფიკაციის ამაღლება. სასწავლო გეგმის გადახედვა და სწორედ იმ პრიორიტეტებზე გადაწყობა სასკოლო პროგრამის, რომელიც დღეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ბუნებრივია სკოლებში დაგვჭირდება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შეტანა. რაც მთავარია გვაქვს ძალიან სწორად დანახული და გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც მოხდება ყველა სახელმძღვანელოს გადახედვა და განახლება. ეს არის უდიდესი საკითხი, რომლის უკანაც 500 ათასი მოსწავლე დგას და რომელზეც დაფუძნებულია განათლების ხარისხის კიდევ უფრო განვითარება“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
უახლესი