დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მივიწყებულ კერძებს ახალი სიცოცხლე შევძინეთ  - „ნიშატო“ ახალი კულინარიული სივრცე

მივიწყებულ კერძებს ახალი სიცოცხლე შევძინეთ - „ნიშატო“ ახალი კულინარიული სივრცე

29-08-2023 15:00:13

ნიშატო • Nichateau Winery & More ახალშექმნილი გასტრონომიული სივრცეა, სადაც კულინარია ხელოვნების რანგშია აყვანილი და მივიწყებული კერძებისგან ახალ ისტორიას ქმნის.

„ნიშატოს“ დირექტორი ირმა მანჯავიძე Business Insider Georgia- თან მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„გადავწყვიტეთ ღვინოსთან ერთად შეგვექმნა კულინარიული სივრცე, სადაც გავაცოცხლეთ ძველი ქართული მივიწყებული კერძები თავისი სახელებით და რეცეპტებით. ერთ-ერთი ეს არის შებოლილი მეგრული კუპატი ელარჯთან ერთად. გვინდა, რომ ტრადიციული კერძის უნიკალური გემო შეიგრძნოს სტუმარმა და ერთად დააგემოვნოს ელარჯი და კუპატი, სურვილის შემთხვევაში, ცალ-ცალკე მიირთვას, არჩევანი მომხმარებელზეა. ვცდილობთ, ბევრი საჭმელი არ დარჩეს მაგიდაზე, რათა არ მოგვიხდეს გადაყრა. უცხოელი ტურისტები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ და უკვე ადგილობრივებიც. ამიტომ რაღაცას რაღაცასთან ვახამებთ.

საინტერესო მიქსია აშვჩაფანი არიცვმგელით. ეს არის გადაზელილი ყველი ნიგვზიან მჭადთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენს მიერ შეთავაზებული კულინარია არის გამორჩეული, მივიწყებულ კერძებს ახალი სიცოცხლე შევძინეთ და ხელოვნების რანგში ავიყვანეთ, რაც მომხმარებლის დიდ აღფრთოვანებას იწვევს", - ამბობს ირმა მანჯავიძე.

„ნიშატო“ სტუმრებს ასევე სთავაზობს დეგუსტაციებს და მასტერკლასებს, აქტიურად ჩართულია რთველის პროცესში და მაქსიმალურად ცდილობენ, სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში განსხვავებული კონცეფციითა და ნიშით დამკვიდრდნენ.

კომპანიის დირექტორის თქმით, სამომავლოდ იგეგმება გაფართოება - მოეწყობა ტერასა, მარნის თავზე რესტორანი და სხვა. ახალი პროექტების განხორციელება „ნიშატოს“ 25-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. ამ ეტაპზე კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები