დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

28-08-2024 18:00:00

2024 წლის 7 თვეში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 151,308,594.57 ლიტრი მინერალური და გაზიანი წყლები გაყიდა და ექსპორტიდან 96,259.75 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი კი 25%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 121,059,487.86 ლიტრი მინერალური და გაზიანი წყლების ექსპორტი განხორციელდა.

მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული მინერალური და გაზიანი წყლებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რადგანაც სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის წყლის ექსპორტის 56%-ი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და გაზიანი წყლების ექსპორტს ახორციელებს:

რუსეთი - 87,063,919.80 ლიტრი,

ყაზახეთი - 21,283,612.82 ლიტრი,

უკრაინა - 14,844,230.46 ლიტრი,

ლიეტუვა - 6,047,581.20 ლიტრი,

უზბეკეთი - 5,334,650.16 ლიტრი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები