Business Insider Gerogia- თან „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წელი ავეჯის გაყიდვების თვალსაზრისით, კომპანიისთვის წარმატებულია.
„მიმდინარე წელს წარმატებულად შევაფასებ. ბევრი შეთავაზება და ფასდაკლებები გვაქვს ავეჯზე და ამას მომხმარებელი ადეკვატურად აღიქვამს და შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი ბრენდის სასარგებლოდ“,- ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ავეჯის ბაზარზე ფასები სტაბილურია.
„ახალი კოლექცია მივიღეთ და ძალიან საინტერესო შეთავაზებები გვექნება მომხმარებლისთვის როგორც ფასების, ისე ავეჯის დიზაინისა და ხარისხის მიმართულებით. ჩვენ ბაზარზე გამოგვაქვს საშუალო+ სეგმენტისთვის განკუთვნილი ავეჯი. ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება დაბალ ფასად შეუძლებელია. როდესაც მომხმარებელი ხარისხში განსხვავებას გრძნობს, ურჩევნია მეტი გადაიხადოს“, - ამბობს გიორგი დაბრუნდაშვილი.
მაღაზიის გენერალური მენეჯერის თქმით, ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში, შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს.
ამერიკული ბრენდი Ashley Home Store ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. ბრენდი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.
ცნობისთვის, Ashley Furniture HomeStore 1945 წელს აშშ-ში დაარსდა. პირველი დღიდან კომპანია აწარმოებდა მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ხის ავეჯს. მეორე ფილიალი კომპანიამ 1970 წელს გახსნა, დღეს კი მსოფლიოს 123 ქვეყანაში 800-ზე მეტ ავეჯის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ Ashley Furniture Homestore-ის ამერიკული პროდუქცია.
უახლესი
8 საათის წინ
რა პრობლემებს აგვარებს მონურალი?8 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა