დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსოებში საშუალო ანაზღაურება ₾2 110-ია, თითო თანამშრომელი კი საშუალოდ  ₾8,539 შემოსავალს აგენერირებს

მიკროსაფინანსოებში საშუალო ანაზღაურება ₾2 110-ია, თითო თანამშრომელი კი საშუალოდ ₾8,539 შემოსავალს აგენერირებს

24-08-2023 17:00:34

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 2023 წლის პირველი კვარტლის მიხედვით საშუალო თვიური ანაზღაურება 2110 ლარია,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ანალიტიკოსის კვლევაშია ნათქვამი. 

ყველაზე მაღალი საშუალო პერსონალის ხარჯი აქვს კრედიტსერვის+ 2527 ლარი, შემდგომ მოდის კრისტალი  2 297 ლარით და რიკო ექსპრესი 2207 ლარით.

ასევე გასათვალისწინებელია თითო თანაშრომელზე მიღებული საშუალო წმინდა მოგება დარეზერვებამდე, ინდუსტრიისთვის  ეს მაჩვნებელი 8,539 ლარია.

კრედიტსერვის+  მიუხედავად ყველაზე მაღალი ანაზღაურებისა, თითოეული თანაშრომელი მხოლოდ  4,284 ლარის წმინდა მოგებას აგენირირებს, თუმცა ეს მონაცემები მეტია კრისტალის (3,762 ლარი) საშუალო წმინდა მოგებაზე დარეზერვებმდე.

თანამშრომლების შემთხვევაში გამომუშავებული წმინდა მოგების დარეზერვებამდე მოწინავე პოზიცია უჭირავს რიკო კრედიტს (23,347ლარი)  რაც ბევრად მეტია როგორც ინდუსტრიის საშუალო, ასევე მისი კონკურენტი კომპანიების მაჩვენებელზე.

 

ვრცლად იხილეთ: მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური ანალიზი 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები