ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 40 - ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმში, 200- ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დამსაქმებლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწორიამ.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მეშვიდე დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის - კადრების დეფიციტის მოგვარებაა.
უახლესი
42 წუთის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა44 წუთის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს1 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის