დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

10-05-2023 15:19:44

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე  იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები