დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მესამე კვარტალში სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა

მესამე კვარტალში სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა

05-11-2024 12:37:00

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657.  

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 170 ბიზნესოპერატორს, რაც  დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს.

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმისა და  რეალიზაციის ვადების დარღვევები, ასევე კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, კონდენსატის დაგროვება. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

შემოწმდა სასურსათო მაღაზიები და მარკეტები, აგრარული ბაზრები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები და ა.შ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს  მთელი ქვეყნის მასშტაბით წლიური პროგრამის შესაბამისად განახორციელებს. 

სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები