დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,მენაბდის მარნის" შეთავაზება Weekend-ზე დასვენების მსურველებისთვის

,,მენაბდის მარნის" შეთავაზება Weekend-ზე დასვენების მსურველებისთვის

10-09-2023 12:39:23

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში მდებარე გურული ოდა-სასტუმრო და მარანი უნიკალური დასვენების ადგილია ყველს სეზონზე და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უქმე დღეების სასიამოვნოდ გატარება სურთ.

ავთენტურობისა და ტრადიციის შერწყმა, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო მთავარი უპირატესობაა, რასაც ტურისტული ობიექტი Weekend-ზე მომხმარებლებს სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,მენაბდის მარნის" დამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე საუბრობს.

„რამდენიმე მიზეზია, რაც ვიზიტორებს უქმე დღეებში იზიდავთ, როგორც როგორც ჩვეულებრივ პერიოდში. განსაკუთრებით ეს არის ავთენტურობასთან შერწყმული კომფორტი, როგორიც იშვიათობაა. ხშირად ან ავთენტური გარემოა ან კომფორტი, ჩვენ ამ მხრივ საოცარიო სინთეზი მოვახდინეთ.

გარდა ამისა, გვაქვს ტრადიციული მეღვინეობა და კულინარია, რაც გულგრილს არავის დატოვებს. მხოლოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და გვეწვიონ Weekend-ზე, თუ სურთ ბუნებაში, კომფორტულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ის დაგეგმვა. სოფლის კვალობაზეც კი გასაოცრად მშვიდი გარემოა, მეგობრებისთვის, ოჯახისთვის. ამისთვის ყველა ხელსაყრელი პირობა გვაქვს შექმნილი", - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მცირე-სასტუმროს ერთდროულად 20 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. განთავსების ღირებულება კი 2 ადამიანზე საუზმით ამ დროისთვის 200 ლარია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები