დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მებაღეებზე მოთხოვნა იზარდება, გამწვანება პრიორიტეტული გახდა - „ანემონე“

მებაღეებზე მოთხოვნა იზარდება, გამწვანება პრიორიტეტული გახდა - „ანემონე“

01-05-2023 17:30:54

ბაზარზე მებაღეებზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგანაც გამწვანებას უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭა, - ამბობს  Business Insider Georgia-თან თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე მცენარეების მაღაზია-სალონი „ანემონეს“ დამფუძნებელი ანი არველაძე.

მისი განმარტებით, ქვეყანაში მცენარეების ქოთნით ჩუქების კულტურა გაიზარდა, ასევე მზარდია მოთხოვნა მცენარეების ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობაზე.

„5 წელია რაც „ანემონე“ ბაზარზეა. ეს საქმე დიდი ენთუზიაზმით ყვავილებისა და ზოგადად მცენარეების დიდი სიყვარულით დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მცენარეებს, ქოთნებს და ასევე მცენარეების მოვლის საშუალებებს.

ადგილზე გაქვს გადარგვის სერვისი. პერიოდულად სკოლის მოსწავლეებისთვის ვატარებთ შემეცნებით გაკვეთილებს და მოთხოვნიდან გამომდინარე, მსგავსი კურსი უკვე გავაკეთეთ უფროსებისთვისაც“, - ამბობს „ანემონეს“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, მცენარეების სალონი ამ დროისათვის ძირითადად იმპორტირებულ მცენარეებს აერთიანებს.
„იმპორტირებულის გარდა გვყავს ადგილობრივი მცენარეებიც, ჩვენც ვზრდით და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან.

„ანემონეს“ საკუთარი მცირე ზომის სასათბურე მეურნეობაც აქვს, რომელიც დიღომში მდებარეობს. 

კომპანია „ანემონე“ აქტიურად მუშაობს ასევე ინტერიერის და ლანდშაფტის დიზაინზეც. გასულ წლებთან შედარებით მოთხოვნა მზარდია და ასევე იზრდება კორპორატიული შეკვეთების რაოდენობა. ახალი კომპანიები გვიკავშირდებიან და მცენარეებს გვიკვეთავენ.

„ანემონეს“ შექმნის ერთ-ერთი მოტივაცია ისიც იყო, რომ მცენარის ქოთნით ჩუქების კულტურა დაგვენერგა და დღეისათვის მივედით იმ ეტაპზე, რომ ადამიანების ხშირად სასაჩუქედ სწორედ ქოთნით ირჩევენ მცენარეს“, - ამბობს ანი არველაძე.

„ანემონეში“ ამ დროისათვის 250-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარეა. 

„ყოველ ორ კვირაში მცენარეების კოლექციის განახლებას ვახდენთ. რაც შეეხება ფასებს ცვალებადია და მცირე ზომის მცენარეების შემთხევავში იწყება 5 ლარიდან“, - ამბობს „ანემონეს“ დამფუძნებელი.

კომპანია „ანემონე“ დღეს აქტიურად თანამშრომლობს სასტუმროებთან და კლინიკებთან. 

„ყველა დამკვეთთან ამაზე გვაქვს კომუნიკაცია, რომ მცენარე არის ცოცხალი არსება და ვცდილობთ რომ მომხმარებელში ცნობიერებაც ავამაღლოთ მცენარე მხოლოდ როგორც დეკორაცია არ გამოიყენონ.

მცენარეს გარდა მორწყვისა ასევე სჭირდება სასუქის მიცემა, ასევე პერიოდულად პრეპარატების ფორმირება, ნიადაგების დამატება და ამ ყველაფერს ჩვენ კვალიფიციურ მებაღეებს ვანდობთ და დამკვეთებს შესაბამისად მოვლის სერვისსაც ვთავაზობთ.

წლიდან წლამდე ეს მიდგომაც იცვლება და დამკვეთი მოგვყვება“, - ამბობს „ანემონეს“ დამფუძნებელი.
ანი არველაძე ამბობს, რომ დარგში კადრების დეფიციტი არ არის, თუმცა გამწვანების ზრდასთან ერთად კვალიფიციურ მებაღეებზეც მოთხოვნა იზრდება. 

„5 წლის უკან გვყავდა რამდენიმე ბიჭი თანამშრომელი და ისინიც აღნიშნავდნენ, რომ საზოგადოებიდან იყო ის დამოკიდებულება, რომ ეს პროფესია მამაკაცის არ არის. თუმცა საზოგადოების მიდგომაც ძალიან სწრაფად შეიცვალა. რადგანაც ბაზარზე მებაღეებზე გაჩნდა მოთხოვნა რადგანაც გამწვანებას მიენიჭა უფრო მეტი პრიორიტეტი და შესაბამისად ამ ეტაპე ვერ ვიტუვი, რომ გვიჭირს. თუმცა არის აქტიური, დატვირთული პერიოდები, როდესაც გვჭირდება სხვადასხვა მებაღეების დახმარება და მაგ დროს ყველა კარგი მებაღე არის დაკავებული.  ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ პროფესიას მეტი მოტივაციით შეხედონ ადამიანებმა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„ანემონეში“ დღეისათვის 6 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დაკვეთებიდან გამომდინარე პერიოდულად მათი რაოდენობა იზდება.

ანი არველაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნის მასშტაბით მშენებლობის ნებართვის გაცემისას გამწვანებაც სავალდებულო გახდება მცენარეებზე მოთხოვნა გაიზრდება. 

„მოთხოვნა გაიზრდება და მივესალები ამ მიდგომას, რადგანაც რეკრეაციულ ზონებს სიმწვანე სჭირდებათ. ყველა დეველოპერისთვის გამწვანება უნდა იყოს პრიორიტეტი და ასევე მოტივაციაც.

როდესაც დეველოპერებიც ამას ხელს შეუწყობენ თავად მოსახლეობისთვისაც იქნება მოტივაცია“, - მიიჩნევს ანი არველაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები