დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოსა" და swoop.ge-ს მიმართ კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

„მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოსა" და swoop.ge-ს მიმართ კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

20-02-2024 13:41:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. 

თემა ეხება ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ,  ,,მასტერქარდის'' ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ  „თინეთის'' კუთვნილ ვებ-პორტალზე - www.swoop.ge  ექსკლუზიურად ხდებოდა ფასდაკლებების შეთავაზება კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციისას.

შესაბამისად, სააგენტომ  სავარაუდო დარღვევის შესახებ მოკვლევა უცხოური საწარმოს ფილიალის ,,მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოს" და შპს ,,თინეთის" მიმართ დაიწყო. 

სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში კომპანია ,,რეშენალ სოლუშენსის" (www.hotsale.ge) მიერ იქნა მოწოდებული. მოგვიანებით კომპანიამ მის მიერ  წარმოდგენილი საჩივარი გაიხმო, თუმცა მასში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და თანდართული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი წარმოიშვა. შესაბამისად, სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, საქმის მოკვლევა დაიწყო.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს,  სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში  შეთანხმებული ქმედება დადგინდა. 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის მიმდინარე რეჟიმშია 4 მოკვლევა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები