სადებეტო ბარათების ბაზარი იზრდება. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 13%-ით, ხოლო ერთ თვეში 1%-ით გაიზარდა. 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 496 221 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.
სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 309 758 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
მიმდინარე მაჩვენებლები კი მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის აპრილთან შედარებით 8%-იან ზრდას.
აპრილის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.
2024 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 570 235 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,1%-ია, ხოლო 2023 წლის აპრილთან შედარებით 10%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
უახლესი