დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard თუ VISA - როგორია სადებეტო ბარათების ბაზრის ტენდენციები

Mastercard თუ VISA - როგორია სადებეტო ბარათების ბაზრის ტენდენციები

26-06-2024 10:00:00

სადებეტო ბარათების ბაზარი იზრდება. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12%-ით, ხოლო ერთ თვეში 1%-ით გაიზარდა. 2024 წლის მაისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 567 013 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.

სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის მაისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 371 114 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

მიმდინარე მაჩვენებლები კი აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის მაისთან შედარებით 9%-იან ზრდას.

მაისის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.

2024 წლის მაისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 579 199 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,3%-ია, ხოლო 2023 წლის მაისთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები