დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard-ი თავისი ბარათებით კანაბისის ყიდვის აკრძალვას ითხოვს

Mastercard-ი თავისი ბარათებით კანაბისის ყიდვის აკრძალვას ითხოვს

28-07-2023 09:19:58

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადახდის სისტემის ოპერატორი ამერიკული Mastercard Inc., ფინანსური ინსტიტუტებისგამ მოითხოვს, რომ კომპანიის სადებეტო ბარათების გამოყენებით.კანაბისის (მცენარე მარიხუანადან (მინდვრის კანაფი) მიღებული ფსიქოაქტიური პრეპარეტების კრებითი გენერიული დასახელება).ყიდვის შესაძლებლობა დაბლოკონ. 

ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება წერილზე დაყრდნობით, რომელიც კომპანიამ გასულ კვირას ბანკებსა და გადამამუშავებელ კომპანიებს გაუგზავნა, რომლებიც, მისი თქმით, კანაბისის გამყიდველებს გადახდის სერვისებს უწევენ.

„ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც სთავაზობენ გადახდის სერვისებს კანაბისის ვაჭრებს და აკავშირებენ მათ Mastercard-თან, რათა შეწყვიტონ ოპერაციები“, - თქვა Mastercard-ის სპიკერმა.

Mastercard-ის კონკურენტ Visa Inc.-ს ჯერ არ გამოუცხადებია მსგავსი ზომები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები