ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ილონ მასკი Bloomberg-ის მიხედვით მსოფლიოს ხუთასი უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ლიდერობს.
მილიარდერის ქონება 234 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში მასკის ქონება 96,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ფუფუნების საქონლის ფრანგული მწარმოებლის LVMH (LVMH Moet Hennessy - Louis Vuitton) მფლობელმა ბერნარ არნომ, რომლის ქონება 200 მილიარდ დოლარად შეფასდა. მისი სიმდიდრის ზრდამ წლის პირველ ნახევარში 38,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
უახლესი