Tesla-ს დამფუძნებელმა და სოციალური ქსელის Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა ჟურნალ Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველობა დაიბრუნა.
ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზეა განთავსებული.
გამოცემის ცნობით, მასკის ქონება 4,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 240,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ბერნარ არნომ, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მისი ქონება 234,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
უახლესი