მარტში სავალუტო ბაზარზე რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ შეძენილი აშშ დოლარის რაოდენობამ 5 724 749 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში შეძენილ რაოდენობაზე.
სებ-ის მონაცემებით, თებერვალში კომერციული ბანკების მიერ შეძენილი იყო 4 501 608 ათასი დოლარი. მთლიანობაში კი 2023 წლის პირველ კვარტალში ბანკებმა 15 263 965 ათასი დოლარი იყიდეს.
რეალურად მარტში სებ-დან სავალუტო აუქციონზე დოლარის შეძენა არ მომხდარა.
ბანკებმა სავალუტო აუქციონის გარეშე (წმინდა) სებ-დან 219 600 ათასი დოლარი იყიდეს.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა შეძენილია არარეზიდენტი ბანკებიდან - 3 420 275 ათასი დოლარი, იურიდიული პირებიდან 1 329 378 ათასი დოლარი.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია