საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მარტში მიმოქცევაში 569,572 ერთეული საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო.
აქედან 144,092 ერთეული - VISA ბარათია, 94,088 ერთეული EC/MC ბარათი, ხოლო დანარჩენი 331,392 სხვა ტიპის ბარათია.
რაც შეეხება მიმოქცევაში არსებულ საგადახდო სადებეტო ბარათებს, 2023 წლის მარტის მდგომარეობით მიმოქცევაში იყო 7,473,387 ერთეული ბარათი. აქედან VISA - 2,329,294 ბარათი, 3,974,517 ერთეული EC/MC ბარათი, ხოლო დანარჩენი 1,169,576 სხვა ტიპის ბარათია.
2023 წლის თებერვალში მიმოქცევაში 570,087 ერთეული საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო, ხოლო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7,380,023 ერთეულს შეადგენდა.
უახლესი