დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Marriott-ის მსოფლიო რუკაზე საქართველოს არეალი ფართოვდება და ბრენდის სასტუმროების რაოდენობა იზრდება - ალექსანდრე კვარაცხელია

Marriott-ის მსოფლიო რუკაზე საქართველოს არეალი ფართოვდება და ბრენდის სასტუმროების რაოდენობა იზრდება - ალექსანდრე კვარაცხელია

18-07-2024 13:00:00

საქართველოში სასტუმრო ბრენდების არსებობა, პირველ რიგში ქვეყნის ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს, - ამის შესახებ  „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ სასტუმროების Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-სა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში Marriott-ის მსოფლიო რუკაზე საქართველოში აღნიშნული ბრენდის თუ  ამ ბრენდის ქვეშ მყოფი სასტუმროების რაოდენობა მზარდია.

„სასტუმრო ბრენდების ქვეყანაში არსებობა ხშირ შემთხვევაში, პირველ რიგში ქვეყნის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. დიდი ხანია რაც Marriott-ში ვსაქმიანობ და როდესაც შეხვედრები გვაქვს რეგიონულ წარმომადგენლებთან, როდესაც ყველანი ვიკრიბებით - აღმოსავლეთ ევროპა, აფრიკა, აზიის ქვეყნები, სადაც მთელი GM-ების წარმომადგენლობის თავყრილობაა და რამდენიმე დღე მიმდინარებს, როდესაც ვუყურებთ ერთი სლაიდია - მსოფლიო რუკა, რომელზედაც ჩნდება წერტილები თუ სად არის Marriott წარმოდგენილი. ამ რუკაზე თუ საქართველოზე იყო ერთი წერტილი, ახლა  უკვე რამდენიმე გაჩნდა. რუკაზე გამოჩნდა ბათუმიც. იმედია, რომ მალე უფრო და უფრო მეტი Marriott-ი იქნება საქართველოში და ინტერესი, ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით, ცნობადობა ამ ქვეყნის იზრდება“, - აცხადებს კვარაცხელია.
Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-ისა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალური მენეჯერის თქმით, Marriott-ი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს 140 ქვეყანაშია წარმოდგენილი, რომელსაც თავის მხრივ 30-ზე მეტი ბრენდი აქვს და მსოფლიოს მასშტაბით 8000-ზე მეტ სასტუმროს ფარავს.
„Marriott-ი გარდა სახელისა, საინტერესოა იმ კუთხითაც, თუ რა დგას მის უკან. ამ ბრენდის უკან დგას სერვისი,  ძალიან დიდი შრომა თანამშრომლებთან მიმართებით, ეს არის კულტურა თუ როგორი დამოკიდებულება და ურთიერთობა უნდა იყოს სტუმრებთან. იმავდროულად, ბრენდის სამზარეულოს თუ შევხედავთ, Marriott-ი დიდი და კარად დახვეწილია მექანიზმია, სადაც სწორად მართვასთან ერთად მნიშვნელოვანია დისციპლინა, და ამ დისციპლინასთან ერთად უნდა შეახამო სერვისი. რაც ზოგჯერ ძალიან რთულია.  
ღიმილის მომენტი, მიმართვის მომენტი... ამას ყველაფერს Marriott-ი გასწავლის. Marriott-ში კარიერულ ზრდა იწყება დაბალი რგოლიდან. არის ბევრი ისტორია, როდესაც შეიძლება დაიწყო როგორც „ბელბოიმ“ და გახდე გენერალური დირექტორი. ეს სტრუქტურა გაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ მონდომებული და შრომის მოყვარე იქნები და იმავდროულად გექნება სურვილი, რომ ისწრაფოდე წარმატებისა და წინსვლისკენ Marriott-ი ამ შანსს გაძლებს. 
ეს სტრუქტურა კარგია ახალგაზრდებისთვის იმიტომ, რომ აქვთ საშუალება მოვიდნენ, გაიცნონ, შეისწავლონ, ბევრი საინტერესო მასალაა, რაც ჰოსპიტალიტისთან მიმართებით დააკვალიანებს და სტიმულს მისცემთ. ზოგი რჩება, ზოგი მიდის, მაგრამ ვისაც Marriott-ში უმუშავია ყოველთვის ახსოვს აქ მიღებული გამოცდილება, მოწესრიგებულობა, დისციპლინა, მიზანდასახულობა. 
ეს ტრენინგები ადრე თუ გვიან სხვა სტრუქტურებში უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს. დავბრუნდები საქართველოსთან მიმართებით და მოკლედ გეტყვით, რომ როდესაც Marriott-მა საქართველოზე ფიქრი დაიწყო და ბრენდის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ჩაატარეს ბაზრის კვლევა. იმიტომ, რომ უკვე ცვლილებები მოხდა, სსრკ დაიშალა, საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო და სტუმარ-მასპინძლობისთვისაც მზად იყო. ამ პერიოდში ქვეყანაში უკვე ჩამოდიოდა ბევრი დელეგაცია. Marriott-მა დაინახა, რომ არის ისტორიული შენობა, არიან ძალიან კარგი პარტნიორები. 
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ GMT-ი ბატონი გიორგი თავაძის ხელმძღვანელობით იყო ის პარტნიორი, რომელმაც რეალურად დაარწმუნა Marriott-ი საქართველოში შემოსულიყო, რაც იმ პერიოდში არ იყო მარტივი. გახსოვთ სამოქალაქო ომის დროს Marriott Tbilisi-ს შენობა სრულად განადგურდა და მის წინ ტანკები იდგნენ. როდესაც ელემენტარულად არ იყო ელექტროენერგია ამ დროს ქართულმა მხარემ ბრენდს ინვესტიციების განხორციელება და პარტნიორობა შესთავაზა.  
GMT სასტუმროების ბრენდმა შეძლო, რომ Marriott-ი  პირველი შუქურა გამხდარიყო საქართველოში და ამ შენობაში შესულიყო ბრენდი (Marriott Tbilisi-ის შენობა), რომელიც 1915 წელს აშენდა, რომელიც თავის დროზე ცნობილი იყო როგორც მეჯისტიკი, სადაც ისტორიულად სასტუმრო იყო. 
სასაცილო ისტორიაა... როდესაც წითელი არმია შემოვიდა თბილისში თქვეს, რომ არ სჭირდებოდათ სასტუმროები, შეცვალეს შენობის პროფილი და გახსნეს საავადმყოფო. მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ საბჭოთა ხალხსაც სჭირდებათ სასტუმროები და შემდეგ Intourist-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნა სასტუმრო. 
საბოლოოდ მოხდა ისე, რომ Marriott-მა განაცხადა, რომ თუ ინვესტირებას გადავწყვეტთ, ამ შენობაში შევალთო. 2002 წლიდან იწყებს საქართველოში Marriott-ი ოპერირებას, 2004 წელს უკვე გაიხსნა  Courtyard by Marriott Tbilisi, შემდგომ კი გაიხსნა MOXY by Marriott Tbilisi“, - აცხადებს ინტერვიუში ალექსანდრე კვარაცხელია. 
მისივე განმარტებით, კონცეფცია, რომლითაც დღეს MOXY თბილისში ოპერირებს სხვა ქვეყნების მხრიდანაც იქნა მოწონებული და მალე აღნიშნული კონცეფციით მთავრობა სომხეთში, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანში გაიხსნება. 
„MOXY საინტერესო ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე ადგილას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამიერკავკასიაში არ არსებობდა. MOXY -ს კონცეფცია მოდის სკანდინავიიდან. მისი დედააზრია, რომ უნდა იყოს ძალიან მოსახერხებელი სტუმრისთვის, რომელიც რჩება სასტუმროში. მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ხალხთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, რასაც ლობის ვეძახით არის ძალიან მეგობრული, სადაც საღამოობით სტუმრები იკრიბებიან, საუბრობენ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ასე შემდეგ. 
ოთახი არის 18 კვ/მ. თავიდან, რომ მითხრეს ძალიან შემეშინდა და გამიკვირდა თუ 18 კვ/მ-ში როგორ შეიძლება სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს თავი. თუმცა ყველაფერი იმდენად კარგად არის დაგეგმილი თავისი აბაზანით საძინებლით. აუცილებლად ტექნოლოგიურად წინაა წასული ბევრი საკითხი, თუნდა განათება.  საწოლების ხარისხი, რომელიც ცნობილია და  ეს კომფორტული ზონა ყველასთვის ძალიან მეგობრული გახდა. სასტუმრო არის ბიუჯეტური და საფასო პოლიტიკის მხრივ ძალიან მისაღებია საშუალო მენეჯმენტის რგოლისთვის. თუმცა MOXY by Marriott Tbilisi-ს ბევრი ევროპული საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის ეს ბრენდი ცნობილია, მათთვის მისაღებია ის კულტურა, სერვისი და საფასო პოლიტიკა, რომელსაც Marriott-ი სთავაზობს.
MOXY-ის სუსტი მხარეა ის, რომ არაა აქვს ძლიერი სარესტორნო სფერო. მაგრამ GMT სასტუმროებმა MOXY-ისთვის შექმნეს საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობა, სადაც არის „პური გულიანი“, „რიგი“ და ეს კუთხე გახდა ძალიან მიმზიდველი. 
ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო იყო პიონერი ამ საკითხში. აღნიშნულ კონცეფციას მხარი დაუჭირა სომხეთმა და მალე სომხეთში MOXY-ი გაიხსნება და შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანიც ამ მიმართულებით წავიდეს“, - აცხადებს კვარაცხელია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები