მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა - აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.
უახლესი
7 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი