დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარიამ ქვრივიშვილი: მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ პირდაპირი ფრენები გვქონდეს დიდ ბრიტანეთთან - გვაქვს პოზიტიური მოლოდინები

მარიამ ქვრივიშვილი: მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ პირდაპირი ფრენები გვქონდეს დიდ ბრიტანეთთან - გვაქვს პოზიტიური მოლოდინები

13-08-2024 09:07:00

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და პირდაპირი ფრენების დაწყებაზე. გვაქვს მოლაპარაკებები, რომ პირდაპირი ფრენები გვქონდეს დიდ ბრიტანეთთან, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„მოლოდინები ეფუძნება ჩვენს ხელთ არსებულ სტატისტიკას, თუ რამდენი ტურისტი მოდის და რამდენად მზარდია ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები. აღნიშნულია ციფრები ჩვენს პოზიციას გვიმყარებს იმისთვის, რომ ადგილობრივი ბრიტანული ავიაკომპანიები დავარწმუნოთ, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


მსგავსი სიახლეები