დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მამუკა მდინარაძე: ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს” და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!

მამუკა მდინარაძე: ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს” და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!

19-11-2024 22:29:00

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მდინარაძე სოლიდარობას უცხადებს „იმედს" და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს, ასევე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, თუ ვინ დაგმობს ოპოზიციის აქტივისტების ამ ფაშისტურ თავდასხმას.

„ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს!

ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!.." - წერს მამუკა მდინარაძე.

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები