რამდენიმე დღეში საცალო ქსელში საქართველოში მოყვანილი და წარმოებული ზეთისხილის რეალიზაცია დაიწყება.
როგორც Business Insider Georgia-თან „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა, ერთ თვეში კომპანია „კარფურის“, „აგროჰაბისა“ და სხვა სუპერმარკეტების ქსელებში ზეთისხილს შეიტანს.
„ქართული ზეთისხილის“ მიერ წარმოებული დაკონსერვებული ზეთისხილი საცალო ქსელში 0.5, 1 და 2- კილოგრამიანი შეფუთვით გამოჩნდება.
„ქართული ზეთისხილი“ ბაზარზე გამოიტანს როგორც შავ ასევე მწვანე ზეთისხილს.
„ეს იქნება ნატურული დაჭმუჭნილი ზეთისხილი. რაც შეეხება ფასებს წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა გაცილებით იაფი იქნება ვიდრე იმპორტირებული“, - აცხადებს ბიზნესმენი.
გიორგი სვანიძის თქმით, საკუთარი ბაღებიდან აღებული მოსავლიდან კომპანია ბაზარზე 70 ტონამდე ზეთისხილს გამოიტანს, ხოლო ფერმერებისგან ჩაბარებული ზეთისხილის ჩათვლით კი ბაზარს 100 ტონამდე პროდუქციას მიაწვდის.
უახლესი