ომბუიააა, ქართული საბავშვო კომიქსის - „მაქსისტორიების“ პრეზენტაციაზე გელოდებათ კემპილა…
მაქსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სიტყვების გამომგონებელია - თავისი წიგნის პრეზენტაციისთვის მოიფიქრა საბავშვო თამაშები, პაცას პიცები გამოაცხო, მუსიკა დაწერა, გასაფერადებელიც მოამზადა. მეგობრებიც უნდა წამოიყვანოო, დიდი იქნება თუ პატარა, ცუგა იქნება თუ კატა. მაქსი ელოდება ყველა ასაკის ბავშვს 1-დან 111 წლამდე, რათა ერთად გამოიგონონ სიტყვები!
ახალი წიგნის პრეზენტაციით შეყვარებას და ახალი ადამიანების თუ პერსონაჟების გაცნობას მან კემპილა დაარქვა.
ამიტომ, თუ შაბათს, 16:00, KLab-ში მოხვალ (დავით აღმაშენებლის გამზირი N139), მაქსს გაიცნობ და სულ თამაშ-თამაშით გავერთობით.
წიგნის ავტორები არიან მხატვარი გამეზა და სიტყვების ფერმწერი კოტორი, სპეციალურად სულაკაურის გამომცემლობისთვის
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა