დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მაკშაურმა“ ახალი საწარმოსა და 4 ფილიალის გახსნას გეგმავს

„მაკშაურმა“ ახალი საწარმოსა და 4 ფილიალის გახსნას გეგმავს

04-05-2023 16:50:30

განსხვავებული კონცეფციის სწრაფი კვების რესტორნების ქსელი MacShaurma/მაკშაურმა ფართოვდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი რამაზ ხარებავა Business Insider Georgia- თან ამბობს, მიღწეულ შედეგზე არ ჩერდება და მომხმარებელს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.

კერძოდ, ბიზნესმენის გეგმაშია ახალი საწარმოს მშენებლობა და 4 დიდი რესტორნის გახსნა.

ამ ეტაპზე ,,მაკშაურმა" 7 ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 5 თბილისშია, 2 - ბათუმში მდებარეობს.

„მოთხოვნა ყოველ ახალგახსნილ ობიექტზე იმდენად მაღალია, რომ ვცდილობთ, არ გავჩერდეთ და გეოგრაფიული არეალიც გავაფართოოთ. კომპანიის მფლობელობაშია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ხორცის დასამუშავებელი საწარმოები, სადაც დანერგილია HACCP-ის სტანდარტზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სისტემა, ასევე ლავაშის საცხობები და სათბურები, სადაც ბოსტნეული მოგვყავს.

ახალი დიდი საწარმოს გახსნაზე მუშაობა დაწყებულია და პროექტზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. ხორცი, პურ-ფუნთუშეული და ბოსტნეული, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, საკუთარ ბაზაზე ვაწარმოებთ, 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა", - ამბობს რამაზ ხარებავა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ მომხმარებლების გარშემო გაერთიანდა „მაკშაურმას” მთავარი კონცეფცია, რაც უმაღლეს ხარისხთან მომსახურებასთან ასოცირდება.

„მუდმივად ვცდილობთ, დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ბრენდი თითოეულ მათგანზე ზრუნავს და მათ ინტერესებზეა მორგებული, ამიტომ არ იცვლება ყველაზე მნიშვნელოვანი - ხარისხი, რომელიც „მაკშაურმაში“ სხვა სიმაღლე და საერთოდ სხვა თემაა.

ჩემთვის აუცილებელია, რომ ჯერ მე მომეწონოს პროდუქტი და მერე შევთავაზო სხვას - ამ პრინციპით ვმუშაობთ და სანდოობაც იზრდება, რაც განვითარებისთვის მეტ მოტივაციას გვაძლევს", - ამბობს რამაზ ხარებავა.

„მაკშაურმა“ ბაზარზე 2009 წელიდან ოპერირებს. ამ ეტაპზე კომპანიაში 350 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე, ახალი საწარმოს გახსნითა და 4 ფილიალის დამატებით ,ბრენდის ქსელში 1000 -მდე ადამიანის დასაქმება გახდება შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები