დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაკდონალდს საქართველომ ახალი რესტორნების გახსნით მორიგი ეკო სტანდარტი დანერგა

მაკდონალდს საქართველომ ახალი რესტორნების გახსნით მორიგი ეკო სტანდარტი დანერგა

01-10-2024 10:52:00

მაკდონალდს საქართველოსთვის ეკო სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კომპანიაში სჯერათ, რომ მცირე ქმედებებს ბუნებასა და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ” - მაკდონალდსი ეკომეგობრულმწვანე ინიციატივებს აერთიანებს და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს გარემოს დაცვის მიმართულებით სიახლეებს. პლასტმასის მოხმარების შემცირება, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვამწვანე ინიციატივა", პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ.

კომპანიამაკდონალდს საქართველოქვეყნის მასშტაბით გაფართოებასაც განაგრძობს, რაც კიდევ უფრომეტი მწვანე ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ამჯერად, თბილისსმაკდონალდს საქართველოსუახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი კიდევ ორი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71 შია განთავსებული. მაკდონალდსის ორი ახალი სივრცე, სხვარესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.

გოთუას ქუჩის #7-ში მდებარე რესტორნის სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რაც ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტროდამტენი სადგურები, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის გარეტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა დადეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს  დაგარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.

რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა, მაკდონალდსის სიმბოლო - ჯადოსნური M განათდა და  ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა.  გოთუას რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასმაკდონალდს საქართველოსპრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოსგენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩო, მაკდონალდსის თანამშრომლები, ერთგული მომხმარებლები  და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სწორედ მათ დააგემოვნეს პირველებმა ახალი  „გრანდ გურმე მენიუ“, რომელიც მაკდონალდსის რესტორნებში მომხმარებელს შეზღუდული დროით ელოდება.

აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს აპლიკაციაში 1 კვირის განმავლობაში ახალი რესტორნებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ.

 

მაკდონალდსი არის ადგილი, სადაც პატარებს განსაკუთრებით უყვართ სტუმრობა, აქ მათი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, მხიარულება კი დაუვიწყარი. გახსნის ცერემონიაზე რესტორანმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრისპირამიდასაღსაზრდელებს უმასპინძლა  და მათ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა შესთავაზა.

მაკდონალდსი ცდილობს შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს  როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.ფართობს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს დასაჯდომი ღია და შიდა სივრცეები, ტერასა, სარეკრეაციო ზონა, პარკინგი ბავშვთა გასართობი ფლეილენდი და ბავშვებისთვის საყვარელი დაბადებისდღის ცენტრი ელოდება.  ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილიმაკდრაივი მოემსახურება. რესტორანში განახლებულია თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდებზე დამონტაჟებულია მობილურის უსადენო დამტენები. რივერსაიდის რესტორანში მომხმარებლებს ყველასთვის საყვარელი მაკკაფეც დახვდებათ და საშუალება ექნებათ დააგემოვნონ განახლებული დესერტები დაარომატული ყავამნიშვნელოვანია, რომ ორივე რესტორანში 8:00-12:00 საათამდე ხელმისაწვდომიამაკსაუზმეც, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.

რესტორნის ინტერიერი და მისი დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია, ამ მოდელის რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე და მეტიც,  სულ 20-მდეა მთელ მსოფლიოში.

მაკდონალდსი ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზეზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება.  ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაოადგილების შექმნაში, ქმნის  ახალ შესაძლებლობებს და  ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ახალი სივრცეების ჩათვლით, თბილისში  ჯამში 18, ხოლო  საქართველოს მასშტაბით 25 რესტორანია. მნიშვნელოვანია, რომ ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა

მაკდონალდს საქართველოერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 2100-მდე ადამიანს ასაქმებს.  გახსნის პირველი დღიდან დღემდე კიმაკდონალდსშისამუშაო გამოცდილება 7000-ზემეტმა ადამიანმა მიიღო.დაარსების დღიდან დღემდემაკდონალდს საქართველომსხვადასხვა მიმართულებით 185 მილიონ ლარამდე ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. „მაკდონალდს საქართველოქვეყნის მასშტაბით 2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები