მაისში ფინანსთა სამინისტროს მიერ 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 256.77 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.67%-ი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 400 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები. განხორციელდა 40 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციების დაფარვა.
აღსანიშნავია, რომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
2024 წლის 31 მაისისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 28.9% ფორმირებულია (წინა პერიოდში 37.1% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-დან 5 წლამდე ობლიგაციებს (27.6%). 5 წელზე ზევით დაფარვის მქონე ფასიანი ქაღალდების წილი 22.8%-დან 25.3%-მდე გაიზარდა.
მოთხოვნის კოეფიციენტი აპრილის მაჩვენებელთან (აპრილი 1.71) შედარებით გაიზარდა და 1.82 შეადგინა.
უახლესი