დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაისში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლმა გეგმას 11.5%-ით გადააჭარბა

მაისში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლმა გეგმას 11.5%-ით გადააჭარბა

07-06-2024 09:30:00

2024 წლის მაისში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,878 მლნ ლარი, რაც 11.5 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად შემცირდა 5.3 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 27.2 პროცენტით.

ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 145.9 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა უარყოფითი 265.5 მლნ ლარით.

2024 წლის აპრილში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად 26.4 და 14 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები