IPTV-ის აბონენტების რაოდენობის მიხედვით „მაგთიკომი“ ლიდერობს. როგორც comcom-დან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით „მაგთიკომის“ IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 54,6%-ს შეადგენდა, ხოლო „სილქნეტის“ 37,8%-ს, ხოლო 7,6%-ი სხვა ოპერატორებზე მოდის.
რაც შეეხება ერთი წლით ადრე, IPTV-ის აბონენტების რაოდენობის გადანაწილებას, სტატისტიკა ასე გამოიყურება: მაგთიკომი - 55,7%, სილქნეტი - 37,6%, სხვა - 6,6%.
როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, 2023 წლის აგვისტოში გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები. იმავდროულად, მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" აბონენტების რაოდენობა.
IPTV-ის მომსახურე კომპანიებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წლის აგვისტოში მცირედით გაზრდილია „სილქნეტის“ შემოსავლები, მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" შემოსავლები, ხოლო მცირე ოპერატორების შემოსავლები გაზრდილია მნიშვნელოვნად.
(პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).
2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასეთია: მაგთიკომი - 55%, სილქნეტი - 39% და სხვა - 6.5%.
რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებლებს შემოსავლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: მაგთიკომი - 57,2%, სილქნეტი - 38% და სხვა - 5%.
IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება