2024 წლის სექტემბერში, მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში განთავსების საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს.
როგორც თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5,043,663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს.
2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს.
რაც შეეხება ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი აღდგენა აჩვენეს, და ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად 152%-სა და 136%-ს მიაღწია.
„აზერბაიჯანი განაგრძობს ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებლის დაფიქსირებას, რაც 14%-ს შეადგენს. შეზღუდული აღდგენის ძირითად მიზეზი აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილობრივ დახურვაა. აზერბაიჯანის მთავრობის დადგენილების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, თუმცა მათი მოხსნის ზუსტი ვადა უცნობია.
2024 წლის პირველ ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა და 3,461 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება.
ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთმა და თურქეთმა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მესამე კვარტალში 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით შესაბამისად 13%-ითა და 7%-ით შემცირდა, “, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
უახლესი