მსოფლიოს უდიდესმა საზღვაო ტვირთების გადამზიდავმა, დანიურმა კომპანია Maersk-მა წარმოადგინა თავისი პირველი გემი, რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობს. გემს ორი ძრავ აქვს, ერთი მუშაობს დიზელის საწვავზე, მეორე კი მეთანოლზე.
Report-ის თანახმად, Maersk ამბობს, რომ ასეთ საწვავზე მუშაობისას გემი დღეში 100 ტონა ნახშირორჟანგზე ნაკლებს გამოყოფს, ვიდრე ჩვეულებრივ დიზელზე მომუშავე გემი. გუშინ მეთანოლზე მომუშავე გემმა თავისი პირველი მოგზაურობა კოპენჰაგენის ზონაში განახორციელა
Maersk-მა გემი 2021 წელს შეუკვეთა. კომპანიის გენერალური დირექტორის, ვინსენტ კლერკის თქმით, მაშინ ეს იყო პირველი შეკვეთა. მას შემდეგ სხვადასხვა კომპანიებმა მეთანოლზე მომუშავე 125 ასეთი გემი შეუკვეთეს.
თავად Maersk-ს 2024 წლისთვის უკვე 25 ასეთი გემი უნდა ჰყავდეს. კომპანიამ ასევე უკვე გააფორმა 9 ხელშეკრულება მწვანე მეთანოლის მწარმოებლებთან მისი მიწოდების სტიმულირებისთვის.
Maersk-მა ადრე განაცხადა, რომ გეგმავს ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას 2040 წლისთვის.
უახლესი