დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Maersk-ის წლიური მოგება 7,5-ჯერ შეუმცირდა, შემოსავალი კი 37%-ით

Maersk-ის წლიური მოგება 7,5-ჯერ შეუმცირდა, შემოსავალი კი 37%-ით

08-02-2024 19:00:00

დანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანია A.P. Moeller-Maersk AS-ის შემოსავალი 2023 წელს მესამედზე მეტით შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება 7,5-ჯერ დაეცა.

კომპანიის წმინდა მოგებამ 2023 წელს 3,91 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი 29,32 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავალს,  2023 წელს 81,53 მილიარდი დოლარიდან 51,07 მილიარდ დოლარამდე შემცირდა

იმავდროულად Maersk-ის EBITDA-მ გასულ წელს 36,81 მილიარდი დოლარიდან 9,59 მილიარდ დოლარამდე იკლო, ხოლო EBIT -30,86 მილიარდი დოლარიდან 3,93 მილიარდ დოლარამდე.

წითელი ზღვის კრიზისის ფონზე, საზღვაო გადაზიდვებში წარმოქმნილი გაურკვევლობის გამო, კომპანიამ აქციების გამოსყიდვის პროგრამის შეჩერებაზე განაცხადა.

დირექტორთა საბჭომ რეკომენდაცია გაუწია 2023 წელს დივიდენდების გაცემას 515 დანიური კრონის ოდენობით აქციაზე ($74), მაშინ როცა ერთი წლით ადრე ფასი 4,3 ათასი კრონა იყო.

2024 წლის ბოლოსთვის Maersk გეგმავს EBITDA-ს მიღებას $1-6 მილიარდი დოლარის ფარგლებში. ირკვევა, რომ წელს უარყოფითი EBIT მოსალოდნელია $5 მილიარდიდან ნულამდე.

ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი, მოსალოდნელია რომ უარყოფითი იქნება და დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, კომპანია წელს პროგნოზირებს საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ბაზრის ზრდას 2,5-4,5%-ით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები