დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი იგეგმება

მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი იგეგმება

14-09-2023 16:54:40

დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიის გენერაციის წყაროების მონტაჟს გეგმავს. უწყებამ ადმინისტრაციის ტერიტორიაზე განთავსებული რეინჯერთა კოტეჯისათვის 1 კომპლექტი ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სისტემების შესყიდვისთვის (თანმდევი მონტაჟის მომსახურებით) ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 14`960 ლარის ოდენობით განისაზღვრა (დღგ-ს ჩათვლით). 

ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სადგურის კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები:
მზის პანელი
ტიპი- MONO, PERC, HALF CUT ტექნოლოგიის.
ჯამური პიკური სიმძლავრე არანაკლებ 2 180 ვატი;

აკუმულატორი
ტიპი - GEL ტიპის, ღრმა განმუხტვის ციკლის (მზის სისტემებისათვის);
ელექროტევადობა - არანაკლებ 200 ამპ.სთ;
მუშა ძაბვა - 12 ვოლტი;

მზის ჰიბრიდული ინვერტორი
ტიპი - მაქსიმალური სიმძლავრის წერტილის თანმდევი (MPPT);
მულტიფუნქციური ჭკვიანი LCD დისპლეით;
მუშა დიაპაზონი - 90-120 ვოლტი;
ნომინალური სიმძლავრე - 24 ვოლტზე 3000 ვატი;
დამუხტვის მაქსიმალური დენი - 80 ამპერი;
მაქსიმალური ეფექტურობა - 98 %;
სამუშაო ტემპერატურა - 15, +40°C;
დაცვები - მაღალი და დაბალი ძაბვისგან, მოკლე ჩართვის დენისგან, გადატვირთვისგან და
ტემპერატურისგან.
მზის პანელების სამაგრი ალუმინის კონსტრუქცია
ალუმინის პროფილური ლიანდაგები;
მზის მოდულის ნაპირა და შუა დამჭერები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები