დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
​Lukoil-ი SOCAR-ს კრედიტს გამოუყოფს

​Lukoil-ი SOCAR-ს კრედიტს გამოუყოფს

06-10-2023 21:00:54

რუსული ნავთობკომპანია ​Lukoil აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე (SOCAR) $1,5 მილიარდის სესხს გასცემს.

გარდა ამისა, ​Lukoil-ი დაიწყებს რუსული ნედლი ნავთობის მიწოდებას STAR-ის გადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც წარმოადგენს SOCAR-ის აქტივს თურქეთში.

ამჟამად საწარმოს გადამუშავების სიმძლავრე დღეში 200 ათასი ბარელი ნავთობია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში STAR-მა საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო რუსეთთან ვაჭრობის სირთულეების გამო რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა და ის ყაზახური KEBCO ნავთობით ჩაანაცვლა.

ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Urals-ის ნავთობის შესყიდვები დღეში 50 ათას ბარელზე შეამცირა. იმავდროულად, 2022 წელს შესყიდვების მოცულობამ საშუალოდ 100 ათასი ბარელი ნავთობი შეადგინა. 

შეთანხმების თანახმად, Lukoil ოქტომბრიდან დაიწყებს STAR-ის გადამამუშავებელი ქარხნისთვის დღეში დაახლოებით 100 ათასი ბარელი Urals-ის ნავთობის მიწოდებას. ეს კი წარმოადგენს STAR ქარხნის გადამუშავების სიმძლავრის ნახევარს.

სამი ნავთობტანკერი Azure Celeste, Ocean Faye და Sea Fidelity პრიმორსკიდან თურქეთის მიმართულებით სექტემბრის ბოლოს გავიდა - ოქტომბრის დასაწყისში 100 ათასი ტონა Urals-ის ნავთობის ჩატვირთვის შემდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ახალი კონტრაქტით მიწოდების პირველი პარტიაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები