შეფუთული პროდუქტების ხაზი ინდუსტრიული ნაყინის წარმოებით დავიწყეთ. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ 1 ლიტრიანი შეფუთვით ყველაზე პოპულარული სახეობები შეიძინონ. დიდი მოთხოვნის შესაბამისად, ინდუსტრიული ნაყინი მალევე სუპერმარკეტ „გუდვილშიც“ გავიტანეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ლუკა პოლარეს“ დირექტორმა თეა თაბაგარმა განუცხადა.
მისი ინორმაციით „ლუკა პოლარეს“ შეფუთულ პროდუქტებს დაემატა ბულანჟერიის ხაზი.
„ჩვენს კაფეებში, ყოველ დილით ადგილზე ცხვება კრუასანი, პენ ო შოკოლა, სხვადასხვა სახეობის ხვეულები და ჩვენი სტუმრებისთვის ერთგვარი ტრადიციაა დილის ყავასთან ერთად ცხელ-ცხელი გემრიელი დესერტების მირთმევა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრებისთვის ეს პროდუქტები გაყინული ფორმითაც შეგვეთავაზებინა, რომ სასურველ დროს და სასურველ ადგილას შეძლონ ახალი პროდუქტის დაგემოვნება. პირველ ეტაპზე წარმოებაში ჩავუშვით გაყინული კრუასანი, ცოტა ხნის წინ კი დავამატეთ გაყინული „პენ ო შოკოლა“.
ვფიქრობ, ეს ხაზი შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება გახდეს. ჩვენ ვზრუნავთ სტუმრების განწყობაზე, რათა „ლუკა პოლარეს“ უფრო მეტი გემრიელი პროდუქტი გააყოლონ ხელს“, - ამბობს თეა თაბაგარი.
იგივე თემაზე:
„ლუკა პოლარემ" შეფუთული, გაყინული კრუასანების წარმოება დაიწყო
უახლესი
45 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა