სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარემ“ გასულ კვირას ბაქოში მე-6 ფილიალი გახსნა და ამ დროისთვის აზერბაიჯანში 6 ფილიალით არის წარმოდგენილი.
ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა.
„მიმდინარე წელს ბაქოში რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის ფილიალი გავხსენით, მათ შორის სავაჭრო მოლში, ცენტრალურ ქუჩებზე და სანაპირო კურორტ „Seabreeze”. მე-6 ფილიალი კი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრ Ganjlik Mall-ში მდებარეობს. მიმდინარე წელს ბაქოში კიდევ გვექნება სიახლეები, რომელსაც მალე დაგიანონსებთ“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი თინათინ გობეჯიშვილი.
აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის და წარმოების, ასევე სხვა დეპარტამენტებიც.
„ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს, ექსკლუზიურ ყავას, ლანჩს და სხვდასხვა ტკბილეულს სთავაზობს. ბრენდი უკვე 16 წელია საქმონობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -6, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 6 ფილიალით.
უახლესი